რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის



  • თვითიზოლაციის სივრცეში არ არის რეკომენდირებული ვიზიტორებისა და სტუმრების მიღება


  • დასაშვებია არაპირდაპირი გზით საკვების მიღება


  • თუ თქვენთან ერთად ერთიან საცხოვრებელ სივრცეში იმყოფება სხვა პირი/პირვები, მათთან კონტაქტი უნდა იყოს მინიმლაური. არ დაიშვება 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტხანს.


  • იზოლაციის პერიოდში უნდა გქონდეს განცალკევებული ჭურჭელი (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ), პირსახოცი, საწოლი.


  • თუ აღგენიშნებათ ცხელების ან/და რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავლის კლინიკური ნიშნები დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ინფექციური ინფექციური პროფილის სტაციონარს


  • თუ დაგჭირდათ არაგადამდები დაავადების (მაგ: ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარება, თქვენი კლინიკაში ტრანსპორტირება განხორციელება სპეციალური ავტოტრანსპორტით, სტაციონარში მოთავსდებით ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე.


  • ზოგადად, კრიზისის დროს სევდა, სტრესი, დაბნეულობა, შიში და ბრაზი ნორმალურია. ასეთ დროს დაგეხმარებათ საუბარი ისეთ ადამიანთან, ვისაც ენდობით. დაუკავშირდით თქვენს ოჯახს, მეგობრებს.


  • დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი - იკვებეთ ჯანსაღად, დაისვენეთ, იყავით ფიზიკურად აქტიური და იქონიეთ სოციალური კონტაქტი თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ტელეფონით ან სოციალური ქსელებით.

გაქვს შეკითხვა? მოგვწერე
ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახურლი გუნდი, რომლებმაც გვჯერა, რომ თანამედროვე ეპოქაში მაღალი მოქალაქეობრივი ცნობიერება და ტექნოლოგიები არის გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი.

სწორედ ამიტომ შევქმენით BeWise - შენი ჯანმრთელობის აპლიკაცია.

კონტაქტი

ელ-ფოსტა:  Hey@Bewise.ge

ტელეფონი: 577055939

© 2020 By Bewise team
Proudly created with
Love